პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი:
დღეს პოეტი ტარიელ ჭანტურია დავკრძალეთ (ჩემთვის ძია ტარიელი, მამაჩემისთვის ძმა და მეგობარი ) 
ეს დედაჩემის, ლიტერატორის, ირმა ჩხეიძის წერილიდან ამონარიდია (მცირე ამონარიდი წერილიდან, ძალიან საინტერესო ვრცელი წერილიდან ), რომელიც ტარიელ ჭანტურიას შემოქმედებაზე ჰქონდა დედას. ღრმად, ვრცლად და სიყვარულით განიხილავს პოეტის შესანიშნავ და გამორჩეულ შემოქმედებას. დამეთანხმებით ალბათ, რომ ძნელად მოიძებნება, (ან საერთოდაც არ მოიძებნება) პოეტი, რომლის ლიტერატორი მეუღლეც, მის მეგობარ (ძმაკაც) პოეტს საქებარ წერილს მიუძღვნის
ასე იყო, ასეთი იყო ჯანსუღი და ასე იცოდა მეგობრობა – ძმობა, ასეთი ძმობა იცოდნენ 60-იანელებმა.
ნათელში იყავი ჩემო ძვირფასო ძია ტარიელ, ნათელში იყავით მაგრებო.. “საქართველოსთვის ბიჭებო სწორდით”









