სოხუმში განგაშია – უკრაინულმა დრონებმა აფხაზ მარიონეტებს “მიაკითხეს”?!

ოკუპირებულ აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა, – ინფორმაციას რუსული მედია აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საჰაერო თავდაცვის ძალები და შეიარაღებული ძალების მორიგე ქვედანაყოფები საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ“, – აცხადებენ ე.წ. „სამინისტროში“.

„უწყებამ“ მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდა.