10-ზე მეტი უძრავი ქონება, 2025 წელს შეძენილი 3 ავტომობილი, ქველმოქმედების მიზნით, გაცემული თანხა – ასეთია მცირე ინფორმაცია პარლამენტის დეპუტატის ლაშა ტალახაძის ქონებრივი დეკლარაციიდან.
ცნობისთვის, ტალახაძე ძალოსნობაში სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია. ის ასევე ფლობს მსოფლიო რეკორდს ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში. 2024 წლიდან კი არის მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის იანვარში წარადგინა.
დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია ათეულობით უძრავი ქონება, რომელიც ძირითადად 2021-2022 წლებშია შეძენილი.
ამასთან, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ლაშა ტალახაძემ გასულ წელს იყიდა 3 ავტომობილი და მათში ჯამურად 134 000 აშშ დოლარი გადაიხადა.
უფრო კონკრეტულად, დეკლარაციის თანახმად, ლაშა ტალახაძის სახელზეა:
- 369.9 კვ.მ. ფართობის ტერასა თბილისში, რომელიც 2021 წელს 30 000 აშშ დოლარად არის შეძენილი;
- თბილისში 112.4 კვ.მ. ფართობის ბინა, რომელიც 2021 წელს 85 000 აშშ დოლარად არის შეძენილი;
- თბილისში 81.2 კვ.მ.ფართობის ბინა, რომელიც 2021 წელს 100 000 აშშ დოლარად არის შეძენილი;
- თბილისში 114.3 კვ.მ. ფართობის ბინა, რომელიც 2021 წელს 90 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი;
- თბილისში 77.6 კვ.მ. ფართობის ბინა, რომელიც 2021 წელს 57 000 აშშ დოლარად არის შეძენილი;
- თბილისში 565 კვ.მ. ფართობის ბინა, რომელიც 2022 წელს 83 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი;
- თბილისში 46 კვ.მ. ფართობის ბინა, რომელიც 2014 წელს 41 000 აშშ დოლარად არის შეძენილი;
- თბილისში 45.6 კვ.მ. ფართობის ბინა, რომელიც 2024 წელს ჩუქებით აქვს მიღებული;
- მცხეთაში 532 კვ.მ. ფართობის ბინა, რომელიც 2024 წელს 230 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი;
- 370 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი მცხეთაში, რომელიც 2022 წელს 20 000 აშშ დოლარად არის შეძენილი;
- 1500 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი მცხეთაში, რომელიც 2022 წელს 40 000 აშშ დოლარად არის შეძენილი;
- 10 000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი დუშეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც 2022 წელს 125 000 აშშ დოლარადაა შეძენილი;
- 601 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში, რომელიც 2021 წელს 85000 აშშ დოლარად არის შეძენილი.
გარდა უძრავი ქონებისა, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მის საკუთრებაშია 2025 წელს შეძენილი 3 მსუბუქი ავტომობილი. ესენია: JEEP WRANGLER GLADIATOR 2022 (შეძენილი 34 000 აშშ დოლარად); TOYOTA 300 (შეძენილი 80 000 აშშ დოლარად) და TOYOTA 4RUNNER 2017 (შეძენილი 20 000 აშშ დოლარად).
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ლაშა ტალახაძეს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 1.002 მლნ ლარი, ხოლო ნაღდი ფულის სახით, 10 000 აშშ დოლარი ჰქონდა.
ამასთან, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლაშა ტალახაძე 4 კომპანიაში ფლობს წილებს, მათგან 2 საწარმოს საქმიანობით წლიურად მიღებული აქვს ჯამში, 150 ათასი ლარის შემოსავალი. ასევე სრულად მის საკუთრებაშია შპს „ლაშა ტალახაძის სახელობის ოლიმპიური ბანაკი“. თუმცა, დოკუმენტში მითითებულია, რომ ყველა ამ კომპანიაში დეპუტატს წილები სამართავად სხვა პირზე აქვს გადაცემული.
რაც შეეხება გასულ წელს მიღებულ შემოსავლებს, დოკუმენტის თანახმად, ლაშა ტალახაძეს პარლამენტის წევრის პოზიციაზე წლიურად 112 688 ლარის, ხოლო ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე {2025 წლის აპრილი-დეკემბრის პერიოდში} 12 226 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
გარდა ამისა, 2025 წელს ლაშა ტალახაძეს მიღებული აქვს ოლიმპიური ნაკრების წევრთა სტიპენდია 66 000 ლარის ოდენობით, ასევე ოლიმპიური ჩემპიონის პენსიის სახით – 24 000 ლარი.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს ქველმოქმედების მიზნით, ლაშა ტალახაძეს და მის მეუღლეს 37 800 ლარი აქვთ გაცემული. გარდა ამისა, როგორც დეკლარაციაშია მითითებული, მათ რამდენიმე სესხის, უძრავი თუ მოძრავი ნივთის შეძენა/გასხვისების შედეგად უფიქსირდებათ შემოსავალ/გასავალი. ასევე ლაშა ტალახაძეს ქონების გადასახადის სახით, 10 100 ლარი აქვს გადახდილი.
როგორც ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, ლაშა ტალახაძის მეუღლის სახელზეა 3 ბინა თბილისში, 2 ბათუმში, ასევე, მიწის ნაკვეთი სენაკში და მსუბუქი ავტომანქანა TOYOTA PRADO 2024, რომელიც 2025 წელს 63 500 აშშ დოლარად არის შეძენილი. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშზე 15 ათასი ლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 12 000 ლარის დანაზოგი ჰქონდა.




