გაზრდილი ინფლაცია დამოკლეს მახვილია პროპაგანდის მიმართ – ეკონომისტები

მზარდ ინფლაციას ეკონომისტები მოსახლეობის ყოველდღიური ხარჯებისთვის სერიოზულ გამოწვევად აფასებენ. ექსპერტების შეფასებით, პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირება განსაკუთრებით მძიმედ აისახება როგორც უმუშევარ მოსახლეობაზე, ისე დასაქმებულებზე, რადგან ხელფასების ზრდას ინფლაცია მნიშვნელოვნად ანეიტრალებს.

ექსპერტები ამბობენ, რომ სურსათზე გაზრდილი ხარჯები ოჯახების ბიუჯეტზე მზარდ ზეწოლას ქმნის.

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის განცხადებით, ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო სამი წლის ისტორიულ მაქსიმუმზეა და ხელისუფლების მიერ დაანონსებული ფასების შემცირების პოლიტიკას რეალური შედეგი არ მოჰყოლია.