ევროკავშირმა სანქციების დაუწესა რუსეთის 6 მოქალაქეს, რომლებიც ალექსეი ნავალნის მოწამვლასა და სიკვდილში მონაწილეობდნენ

ევროკავშირმა სანქციების დაუწესა რუსეთის 6 მოქალაქეს, რომლებიც ნავალნის მოწამვლასა და სიკვდილში მონაწილეობდნენ | ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს და წერს, რომ პირები მონაწილეობდნენ ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის შემუშავებაში. მათივე ცნობით, ეს ტოქსინი აღმოაჩინეს ალექსეი ნავალნის სხეულიდან აღებულ ნიმუშებში.
🔻 ევროკავშირის საბჭო წერს, რომ დღეს სიაში შეყვანილი პირები სამხედრო სფეროს მეცნიერები და მკვლევრები არიან. მათივე, ინფორმაციით ზოგიერთი მათგანი მუშაობდა სამეცნიერო ცენტრ „სიგნალში“, სადაც ისინი იკვლევდნენ და აქვეყნებდნენ სტატიებს ეპიბატიდინის სინთეზის შესახებ, რითაც მონაწილეობას იღებდნენ მის ქიმიურ იარაღად განვითარებაში. ამ პირებს შორისაა იგორ ბაბკინი, სამეცნიერო ცენტრ „სიგნალის“ ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
🔻 გარდა ამისა, საბჭო სანქცირებულთა სიაში ამატებს: ირინა დერევიაგინას – ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების რუსეთის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქიმიური კვლევების ანალიტიკოსს, რომელიც რუსეთის ქიმიური იარაღის პროგრამის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს.
🔴 მიხაილ გუცალიუკს – რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სამხედრო აკადემიის სამეცნიერო მუშაობის ორგანიზებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადების განყოფილების უფროსს.
🔴 ევროსაბჭო წერს, რომ სანქციების რეჟიმის ფარგლებში სიაში შეყვანილ პირებს ეყინებათ აქტივები, ასევე იკრძალება მათთვის ან მათ სასარგებლოდ, პირდაპირ თუ ირიბად, სახსრების ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება. გარდა ამისა, აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება ევროკავშირში შესვლის აკრძალვა.
🔴 რუსეთის ციხის კოლონიაში სასიკვდილო ტოქსინით მოწამლეს – ამის შესახებ ერთობლივი ოფიციალური განცხადება 2026 წლის 14 თებერვალს 5 ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გაავრცელეს. ამავე ინფორმაციით, ეპიბატიდინი არის სამხრეთ ამერიკული შხამიანი ბაყაყის კანიდან მიღებული ძლიერ ტოქსიკური შხამი. 5 ქვეყნის მთავრობა ამ დასკვნამდე ალექსეი ნავალნის ნიმუშების ანალიზზე დაყრდნობით მივიდა. განცხადებაში ნათქვ