დედოფლისწყაროში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი 2 არასრულწლოვანს დაეჯახა

დედოფლისწყაროში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი 2 არასრულწლოვანს დაეჯახა – ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
🔴 მათი ცნობით, არასრულწლოვანები ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად დედოფლისწყაროს კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. დაშავებულებს მძიმე ტრავმები აქვთ მიღებული და დამატებითი კვლევებისათვის კატასტროფის ბრიგადა გამოიძახეს, რომელიც პაციენტებს თბილისში გადაიყვანს.
🔴 მომხდართან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული.