კაცი, რომელიც აბაშაში, “საქართველოს ბანკში” შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა, სავარაუდოდ, მოქმედი სამხედროა

კაცი, რომელიც აბაშაში, “საქართველოს ბანკში” შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა, სავარაუდოდ, მოქმედი სამხედროა.

ადგილობრივები “პირველებს” უყვებიან, რომ ახალგაზრდა კაცმა ბანკში სანადირო იარაღიდან მხოლოდ ერთხელ გაისროლა და ადგილზე მყოფ ადამიანებს სთხოვა პოლიციაში დაერეკათ, რათა მალე დაეკავებინათ.

აღნიშნული პირი პოლიციამ ადგილზე დააკავა. ადგილობრივების თქმით, მას, სავარაუდოდ, ოჯახური პრობლემები ჰქონა.

ბანკში შევარდა პიროვნება, დაყაჩაღების მიზნით არა, როგორც ვიცი, ცეცხლსასროლი იარაღიდან, სანადირო იარაღიდან ერთხელ გაისროლა და მოითხოვა 112-ში დარეკეთო. უბრალოდ მოთხოვნა ჰქონდა, რომ 112-ში დაერეკათ და იძახდა დამასვენეთო. [ძარცვის] მცდელობა არ ჰქონია. ჯარის ფორმა ეცვა, როგორც ვიცი. შეიძლება რაღაც ფსიქოლოგიური მომენტი ჰქონდა და დამასვენეთო იძახდა. ერთხელ გაისროლა, არავინ დაშავებულა. დიახ [ადგილზევე დააკავეს],” – გვიყვება ერთ-ეერთი ადგილობრივი. 

ამასთან, “პირველებს” გვეუბნებიან, რომ ახალგაზრდა კაცი სენაკში მსახურობდა.

ოჯახური პრობლემები ჰქონია რაღაც და იმის გამო მოხდა, თორემ დაყაჩაღება არ ყოფილა. არა, ფული არ მოუთხოვია. ჯარში მსახურობდა, სენაკში. ახალგაზრდა ბიჭი იყო. ესე გამოდის [უნდოდა, რომ დაეჭირათ]. არც ფული მინდა, არ შეგეშინდეთ, უბრალოდ მილიციას დაუძახეთო, ეს სიტუაცია იყო. არა [არაფერია წაღებული],” – გვითხრეს “პირველებს”. 

ადგილზე ამ დრომდე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მათი თქმით, ბანკის თანამშრომლები გამოკითხვაზე უკვე გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე: საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი