აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო ცერემონიაზე დასასწრებად ირანში ჩავიდა – პირველი კადრები

მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო ცერემონიაზე დასასწრებად ირანში ჩავიდა – პირველ კადრებს აეროპორტიდან ირანული მედია ავრცელებს.

ხამენეის პატივი მიაგეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა, რომელთა შორისაც არიან: სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ფაიქ ნაბიევი, აღმოსავლეთ საქართველის მუფთი ეთიბარ ემინოვი და თბილისის მეჩეთის წინამძღვარი ზვიად ვანაძე.

ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 3 ივლისის დილით ხამენეის ცხედარი თეირანის მთავარ სალოცავში იმამ ხომენეის მოსალაში გადაასვენეს.

დაკრძალვის ცერემონიები 9 ივლისამდე გაგრძელდება. 9 ივლისს კი აიათოლა ალი ხამენეის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.

ოფიციალური ინფორმაციით, ხამენეი -ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის პირველივე დღეს, რამდენიმე თანმხლებ პირთან და ოჯახის წევრთან ერთად დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარუდგინა – უწყება სასამართლოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული