ალეკოს მუშტი ვერ აპატია გენერალსიმუსმა მდინარაძემ – ვალერი ელისაშვილს არ სჯერა, რომ ვიდეო-ჩანაწერში მისი შვილია

დაკავებული პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის მამას არ სჯერა, რომ ვიდეო-ჩანაწერში მისი შვილია.

როგორც ვალერი ელისაშვილი ამბობს, ალეკოს რომ მსგავსი განზრახვა ჰქონოდა, რაღა სასამართლოს შენობაში მივიდოდა, როცა მთაწმინდიდან, მისი სახლიდან სამას- ოთხას მეტრშია პარლამენტი და იქ მივიდოდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მამა დარწმუნებულია, რომ მისი შვილის დაკავების მიზანი დასჯაა და მას მდინარაძისთვის გარტყმული მუშტი ვერ აპატიეს.

როცა დაიჭირეს,რ ატო შეწყვიტეს გადაღება, ნირაბი რატომ არ მოხსნეს, იქნებ შალიკო გულუა იყო ზუგდიდელი, იქნებ არ იყო, იქნებ სხვა იყო, იქნებ ქალი იყო საერთოდ, დღეს მოჭიდავეები გვყავს, ზოგი ძიუდოისტია ქალი, ზოგი რა ვიცი. იძახიან, გინდა თუ არა ალეკოს ელისაშვილი იყოო. იძახონ ბატონო. სადაც ასხამს ბენზინს, 1-2 მაგიდა ჩანს, სიუჟეტები ნანაი მაქვს,  ამ მაგიდებზე დევს კომპიუტერები, სადაც ასხამს ბენზინს, ასევე ასხამს მეტლახზე, კედლებია რკინის კონსტრუქცია და მინა, იატაკი მეტლახი, რაღაცას ცეცხლი ხომ უნდა წაეკიდოს, ამოიწვება ბენზინი და მორჩა-დამთავრდა. 

ალეკოს დაკავების მიზანი იყო მისი დასჯა. გენერალსიმუსი რომ გვყავს, ერთი, ბატონ მდინარაძეს ვგულისხმობ – ეს მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა “გენერალსიმუსმა” და ვერც ”ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება, მე ასე ვთვლი და პოლიტიკური დევნა ჰქვია ამას. დიახ, ისჯება იმიტომ, რომ მდინარაძეს დაარტყა და იმაზე, უსამართლობა რომ ხდება ამ შენობაში [სასამართლოს შენობაში] ქალბატონებს, მამაკაცებს, ასაკოვნებს და .შ. ზოგს თმებით ათრევდნენ კორიდორებში… ჩემი თვალით რაც მაქვს ტელევიზორში ნანახი, ვერ მოითმინა. ყველა ადამიანი ინკუბატორის წიწილები არ ვართ, ზოგი ითმენს, ზოგი ვერ ითმენს და გამოხატა პროტესტი.

ეჭვი მეპარება და თუ თვითონ იყო [ვიდეო-ჩანაწერში] და არა სხვა, რაღა მაინც და მაინც სასამართლოს შენობაში მოვიდა? მთაწმინდაზე ცხოვრობს ჩემი შვილი, სამას- ოთხას მეტრშია პარლამენტი, იგივე მანძილზე არის ბატონი კობახიძის რეზიდენცია და იქ მივიდოდა, რაღა მთაწმინდიდან ფეხით აქ მოვიდა”, – განაცხადა ვალერი ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარუდგინა – უწყება სასამართლოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული