დიდ სანაკრებო და საკლუბო ტურნირებზე გუნდების რაოდენობის გაზრდამ ჯგუფურ ეტაპებზე დონის აშკარა დაქვეითება და ორგანიზატორების ფინანსური მოგება გამოიწვია. თუმცა, როგორც ჩანს, ისინი ამით დაკმაყოფილებას არ აპირებენ.
შეიძლება 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 64-მა ნაკრებმა იასპარეზოს. ამ საკითხს ფიფა უკვე განიხილავს.
„აშშ მზად არის 2038 წელს 64-გუნდიან მუნდიალს უმასპინძლოს. ამ ამოცანის შესრულება პრობლემას არ წარმოადგენს. ამის შესახებ უკვე ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და ზოგიერთ მინისტრს. საჭირო ინფრასტრუქრურა უკვე გვაქვს, მხოლოდ ორიოდ მილიარდი დოლარის დახარჯვა მოგვიწევს, სხვა ქვეყნებს კი გაცილებით მეტის – ათეული მილიონის“, – განაცხადა მსოფლიო თასის საკითხებში თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდრიუ ჯულიანიმ.
2030 წლის ტურნირს ერთობლივად ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო უმასპინძლებენ. სამი საწყისი მატჩი ტურნირის 100 წლისთავის აღსანიშნვად ურუგვაიში, არგენტინასა და პარაგვაიში გაიმართება. 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში ჩატარდება.
ცნობილი გახდა, რომ 2029 წელს ფიფა უეფასთან ერთად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 32-დან 48 გუნდამდე გაფართოებას და პრემიერლიგის გუნდების რაოდენობის გაზრდას აპირებს.
მას შემდეგ, რაც გასულ წელს „ჩელსიმ“ ტურნირზე 84 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა, ევროპის რამდენიმე დიდმა კლუბმა ფიფას საკლუბო მუნდიალის გაფართოების თხოვნით მიმართა.