ექსპერტი სკვერში მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას მერიას აკისრებს (ვიდეო)

“სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე სკვერში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რომლის დროსაც 14 წლის მოზარდს სარწეველა საქანელა დაეცა, პასუხისმგებლობას კახა კალაძეს აკისრებს და ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი დადატურება იმის, როგორი უპასუხისმგებლობა, უვიცობა და კორუფციაა თბილისი მერიაში.

აბესაძე მიიჩნევს, რომ დღესვე კალაძე უნდა ატარებდეს ბრიფინგს და საუბრობდეს ვისი პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, თუმცა, ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ყველა ადამიანი, ეს იქნება გამგებელი, მოადგილე, სპეციალისტი თუ განყოფილების ხელმძღვანელი საერთო დანაშაულის თანამონაწილეები არიან.

კალაძის მერია ასეულობით მილიონობით ლარი აქვს დახარჯული და ყველა ჯერზე, წითელი ლენტის გაჭრისას, კალაძე ძალიან ამაყად, საზოგადოების წინაშე თავს იწონებს და შემდეგ უცოდინრობის, ფეხებზე მკიდიაობის და იმ ტოტალური კორუფციის გამო, რომელიც თბილისის მერიაშია, სამწუხაროდ, ყოველთვის უყურადღებოდ რჩება ისეთი ინფრასტრუქტურაც კი, რომლითაც ბავსვები სარგებლობენ. თუ წითელი ლენტის გაჭრისას, ყველა სიკეთე კალაძეს უნდა მიეწეროს, პასუხისმგებლობის საკითხის წამოწევისას აღმოჩნდება, რომ არათუ კალაძე, არც გამგებელი, არც გამგებლის მოადგილე, არც განყოფილების უფროსი, არც რიგითი სპეციალისტი თურმე ამაზე პასუხისმგებლები არ არიან. ეს მორიგი დადასტურებაა იმ ტოტალური კორუფციის, რომელიც თბილისის მერიაშია, იმიტომ რომ ვერავინ ბედავს ვერავის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, იმიტომ რომ ისინი საერთო დანაშაულში თანამონაწილეები არიან. ეს ასე აიხსნება. სხვა შემთხვევაში, გაუგებარია, თუნდაც დღესვე კალაძე რატომ არ უნდა ატარებდეს ბრიფინგს და საუბრობდეს ვისი პასუხისმგებლობა გამოიკვეთა. შიშველი ხელებით, ბავშვები ვერ უნდა აზიანებდნენ ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოს. თუნდაც, სპეციალური ინსტრუმენტებით ვიღაცამ მოჭრას, ან გადაჭრას, ამის მონიტორინგის ბევრი შესაძლებლობა გააჩნია მერიას, ვიდეოკამერები და ა.შ. მსგავს შემთხვევას ადგილი ნამდვილად არ ჰქონია, მაგრამ ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, ჩვენ ვერ ვისაუბრეთ რომ ერთეული შემთხვევებია, როდესაც საბავშვო სივრცეებში ბავშვები ზიანდებიან, ეს არის ტენდენცია, რომელსაც ქმნის ის უპასუხისმგებლობა, უვიცობა და კორუფცია, რომელიც კალაძის უწყებაშია, – აცხადებს აბესაძე. 

აბესაძის ინფორმაციით, სკვერი სადაც ბავშვს რკინის კონსტრუქცია დაეცა კახა კალაძემ 2021 წლის 29 იანვარს გახსნა და მისი მოწყობა 681,574 ლარი დაჯდა. სამუშაოები აწარმოა შპს ,,პე-ბე”-მ. იგივე კომპანია ახორციელებდა სოფელ ნიქოზში სტადიონის რეაბილიტაციას, სადაც 2023 წლის 24 სექტემბერს ბავშვს დენმა დაარტყა.

ასევე დაგაინტერესებთ