ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 164-მდე გაიზარდა

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 164-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა გამოაცხადა.

დელსი როდრიგესის ცნობით, ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 971-ს აღწევს.

როდრიგესმა განაცხადა, რომ მიწისძვრების შემდეგ 30-მდე განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.