თბილისში, ნაძალადევის რაიონში ბავშვს დენმა დაარტყა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მეორე ძმობის ქუჩაზე მოხდა. “პირველების” ინფორმაციით, 5 წლამდე ასაკის ბავშვი გარე განათების ბოძს შეეხო რა დროსაც ელექტროენერგიამ გაატარა.
არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
რაღაც ბოძია და იქ დენმა დაარტყა ბავშვს. მე რომ მოვედი სახლში, პატრული იდგა იქ და შემოღობილი იყო. მერე სოციალურ ქსელში ვნახე, რომ ბავშვს დაარტყა დენმა, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.




