მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, E ჯგუფში გერმანიამ კოტ-დ’ივუარი 2:1 დაამარცხა.
კოტ-დ’ივუარი კესიემ დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში მაჯმა ბენიტესმა გერმანელების ორი გოლი არ ჩათვალა – პავლოვიჩი მეკარე ფოფანას, მუსიალა კი კოსუნუს ეუხეშა. შესვენების შემდეგ ნაგელსმანის გუნდი უპირატესობას დაეუფლა, შეტევებზე გადავიდა და შეცვლაზე შესულმა უნდავმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო კომპენსირებულ დროში მან გამარჯვების გოლი გაიტანა.
გერმანიამ 6 ქულა დააგროვა და პლეი-ოფში გავიდა.
ამავე ჯგუფში დღეს ეკვადორი კურასაოს შეხვდება.
26 ივნისს, ბოლო მესამე ტურში ეკვადორი გერმანიას, კურასაო კი კოტ-დ’ივუარს დაუპირისპირდება.
ტორონტო. „ბიმო ფილდი“
გერმანია – კოტ-დ’ივუარი 2:1
გოლები: 0:1 კესიე (30), 1:1 უნდავი (68), 2:1 უნდავი (90+4)
– ნოიერმა მსოფლიო ჩემპიონატებზე 21-ე მატჩი ჩაატარა და მეკარეებს შორის რეკორდი დაამყარა.