პოლიციელი, რომელიც ახალგაზრდა კაცს განსაკუთრებული სისასტიკით სცემს, 23 წლის ირაკლი კუხალაშვილია, [სასტიკი ანგარიშსწორების დროს, 2022 წელს ის 19 წლის იყო]. პოლიციელი ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, მუშაობას სისტემაში აგრძელებდა, მათ შორის მუშაობდა ვაკე-საბურთალოს პოლიციაში.
ოჯახი ადასტურებს, რომ კუხალაშვილი მხოლოდ ახლა, 23 თებერვალს დააკავეს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ დანაშაულის ამსახველი კადრები, სისტემიდან გამოსული იყო.
- “შაბათის ეთერმა” დაადგინა, რომ მოქალაქეების წამებაში მხილებული პოლიციელი ბექა კუხალაშვილი 2025 წელს თბილისში, საქალაქო სასამართლოსთან ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის განაჩენის გამოცხადების დროს პოლიციის კორდონში იდგა, მაშინ ის აქციის მონაწილეების თქმით, მათ გამოწვევას ცდილობდა.
დგინდება ისიც, რომ კუხალაშვილმა 2024 წელს თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე ყიდულობს ბინას.




