აშშ-მა ირანის პორტებისა და სანაპირო ზოლების ბლოკადა მოხსნა

აშშ-მა ირანის პორტებისა და სანაპირო ზოლების ბლოკადა შეწყვიტა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“დღეს აშშ-ის ძალებმა, პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, მოხსნეს ირანის პორტებსა და სანაპირო ზოლებში შემავალი და გამავალი ყველანაირი საზღვაო მიმოსვლის ბლოკადა.

ამერიკული ძალები არ უშლიან ხელს გემების ტრანზიტს ირანის პორტებში ან პორტებიდან.

აშშ-ის სამხედრო ბლოკადის აღსრულების ყველა ძალისხმევა შეწყდა. ჩვენი შესანიშნავი საზღვაო ხომალდები დარჩებიან საერთო არეალში, რათა უზრუნველყონ შეთანხმების ყველა ასპექტის სრული ძალითა და ეფექტურობით დაცვა და შესრულება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო