ხატია დეკანოიძე: ზელენსკის ისტორიული დოქტრინა “ომი ბრუნდება თავის სავანეში” ამ ორ სურათზეა ასახული

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე:
ზელენსკის ისტორიული დოქტრინა “ომი ბრუნდება თავის სავანეში” ამ ორ სურათზეა ასახული.
არის ომი, ნგრევა. პუტინი, რომელიც მარადიულობის პოლიტიკით ახდენს წარსულის დიქტატის ციკლის მომავალში გადატანას – მხოლოდ ანგრევს. მას უნდა, რომ მარადიულობის პოლიტიკამ მომავლის პერსპექტივა მოსპოს და ციკლურმა მწუხარებამ შეჭამოს სინათლე, თავისუფლება და ნამდვილი ქრისტიანობის სათნოებანი.
რა კარგად ჩანს ამ ორ სურათში რუსეთის ბოროტი ბუნება და დიქტატურის შემოქმედება: ტაძრების ნგრევა, ისტორიული მემკვიდრეობის განადგურება და ფარისევლური ერთმორწმუნეობა.
1931 წელს სტალინმა დინამიტით ააფეთქა მაცხოვრის ტაძარი მოსკოვში.
-პეჩერას კათედრალსაც იჩემებდა პუტინი და რომ ვერ დაისაკუთრა – დაბომბა.