არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: პოლიციელები რომ როგორც “გრუშას” კრივის მოვარჯიშეები, ისე სცემენ [მოქალაქეებს]. თან პოლიციელები, დაჭერილს, თუნდაც დანაშაული ჰქონდეს, რა უფლება გაქვს

“…როგორ შეიძლება ქრისტეს სწავლებას იცავდეს ის მთავრობა, რომელიც ასე სასტიკად ექცევა ადამიანებს… პოლიციელები რომ როგორც “გრუშას” კრივის მოვარჯიშეები, ისე სცემენ [მოქალაქეებს]. თან პოლიციელები, დაჭერილს, თუნდაც დანაშაული ჰქონდეს, რა უფლება გაქვს. სად არის ქრისტიანობა. არც დემოკრატიაა, არც ქრისტიანობაა, მაშინ რა გვაქვს, რა შეგვრჩა…” | ამბობს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საკვირაო ქადაგებისას
🔻 2 დღის წინ TV პირველმა კადრები გაასაჯაროვა და თქვა, რომ პოლიციის განყოფილებაში ადამიანებზე ფიზიკურად ძალადობდნენ. მათივე ცნობით, ამის ამსახველ კადრებს საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო ვინც მათ ეს ჩათი გაუტეხა და სისტემის მხილებისთვის ფაილები გადმოწერა, დააკავეს. მათივე ცნობით, -ს თანამშრომლები სასურველ ჩვენებებს სწორედ ამ მეთოდებით მოიპოვებენ. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, “ეს ხდება პოლიციაში და შეუძლებელია, სხვებს არ გაეგოთ და ხელმძღვანელობას არ სცოდნოდა”. როგორც TV პირველს დაკავებული პირის დედა ეუბნება, პოლიციელები მოქალაქეებს “სიგარეტებს აწვავენ, აქრობენ ტანზე და აშიშვლებენ”
🔴 ამ კადრების გავრცელებიდან მალევე განცხადება გაავრცელა -მ, რომლის თანახმადაც ძალადობა 2022 წლის ზაფხულში აჭარის რეგიონში მოხდა, მასში მონაწილეობდნენ ქობულეთში მივლინებით მყოფი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მათივე თქმით, დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა და აღნიშნული პირები 23 თებერვალს დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო კილაძე – გავხდი მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი – კახა კალაძის, გრიგოლ ლილუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და უჩა მამაცაშვილის „გაშავებას“ რომ დავთანხმებოდი გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, პრობლემები არ შემექმნებოდა