“Кто крот?”
სულხან თამაზაშვილის წინააღმდეგ აშკარა დევნაა გამოცხადებული.
დღიდან შსს-ს ახალი მინისტრის დანიშვნისა თითქოს იხსნება “ახალ-ახალი” საქმეები,სადაც პოლიცია სისტემური დანაშაულის ვერტიკალია.
ჯერ ეს გაურკვეველი,მაგრამ კარგად დადგმული და საბოტაჟით გაჟღენთილი გორის კადრები, ახლა 2022 წლის შსს-ს ცალკეული და აწ უკვე დასჯილი პოლიციელების დანაშაულის “ამოქექვა” და ახლად გასაღება…
დამთხვევაა?
არამც და არამც.
ვიღაცას ძალიან უნდა ახალი მინისტრის დისკრედიტაცია,
ვიღაცას ძალიან უნდა ოპოზიციის ხელით,ამ სავარძლის ჩაგდება,
აი აქ კი სერიოზული საფიქრალია,ვინ “ქექავს” არქივებს და ვინ აწვდის საიდუმლო მასალებს ცოფიან ძაღლებად ქცეულ ცალკეულ მედიებს.
ბატონ სულხანს ურყევი რეპუტაცია აქვს,
თუმცა დამეთანხმებით შავი პიარის საშუალებით,
ნებისმიერი უმწიკვლო რეპუტაციაც კი,შეიძლება შეილახოს.
ვფიქრობ,მან თავად უკეთ იცის ვინ ყავს ასეთი დაუძინებელი მტერი და უპრიანი იქნება,თუ დროულად გამართავს პრეს-კონფერენციას აღნიშნულ თემაზე,
სხვა შემთხვევაში მისი წამზომი ჩართულია,რადგან “крот”-ი საკმაოდ თანმიმდევრულად, ვერაგულად და დროში ქრონოლოგიური სიზუსტით მოქმედებს…” [სტილი დაცულია] | წერს სოციალურ ქსელში ოცნების პროპაგანდისტი ლალი მოროშკინა




