არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა: გიკვირთ ვინმეს?

„ძალიან მძიმეა ამ კადრების ყურებაც, გაზიარებაც და ამაზე რამე ახლის თქმაც… გიკვირთ ვინმეს? სამწუხაროდ, რომ არა. ეს კადრები რომ რეალობის ზღვაში წვეთია ესეც კარგად ვიცით ყველამ, მაგრამ მაინც ხან დუმილით ვხვდებით, ხან მოძალადეთა ქებითა და მათვის ჯილდოების გადაცემაში ტაშის კვრით, ძალაუფლების მქონე ხალხთან კიდე უფრო დაახლოებით და მრავალი მერკანტილური დამოკიდებულებით…

რა დაგვემართა ასეთი ერს? რამ დაგვაჩლუნგა ისე, რომ ძალადობაზე უარის თქმაც მტრობად შეგვირაცხავს და მოძალადეთა მხარეს დგომა კი გმირობად… საკმაო ხანია არაფერი დამიწერია, და არც ამით ვწერ რამე ახლას, მაგრამ როდემდის? როდემიდის ჩვენი უგულობა, როდემდის ჩვენი სიბოროტე? როდემდის მონობა?!“ — წერს არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა სოციალურ ქსელში

📌 TV პირველმა პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა

➡️ ნოდარ მელაძის ინფორმაციით, პოლიციელები აღიარებითი ჩვენებების მოსაპოვებლად დაკავებულებს აწამებდნენ შემდეგ კი გადაღებულ კადრებს საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ვინც ეს ჩათი გაუტეხა და სისტემის მხილებისთვის ფაილები გადმოწერა დაკავებული

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გამყრელიძე: მგონია, რომ ეს იქნება ძველი და გამოცდილი სტრატეგიის (“რუსეთთან დალაგება”, “აბა ომი გინდათ ?”) განახლებული ვარიანტი, რომლის პარალელურად განხორციელდება პრესინგი რუსეთიდან და ცხინვალის რეგიონიდა

აკაკი ბობოხიძე: ზაალ ლატარიას შვილის ცხედარი ეკლესიაში არ დაასვენებინეს. წადით ახლა, თქვე “ქრისტიანობის დამცველებო”, ჩადით და ჰკითხეთ, რატომ არ დაასვენებინეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაძირლები ხართ