საზონოვი შეიძლება რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნდეს

24 წლის ცენტრალურ მცველს საბა საზონოვს 30 ივნისს „ტორინოსთან“ კონტრაქტი დაუსრულდება და ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.
Metaratings-ის ცნობით, საზონოვი კარიერის გასაგრძელებლად ევროპულ ვარიანტს ეძებს, მაგრამ თუ არ გამოუვიდა, შეიძლება რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნდეს, სადაც მისით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.
გასულ სეზონში საბას „ტორინოში“ არ უთამაშია, ხუთჯერ მოხვდა განაცხადში, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 800 ათასი ევროა.