მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, B ჯგუფში შვეიცარიამ კატართან გამარჯვება ხელიდან გაუშვა – 1:1.
შვეიცარი პენალტით ემბოლომ დააწინაურა. ეს ტურნირის ისტორიაში ამ გუნდის პირველი თერთმეტმეტრიანი იყო. ევროპელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს და დაისაჯნენ კიდეც – საპასუხო გოლი კომპენსირებულ დროში თავურით ხუხიმ გაიტანა.
ჯგუფში ოთხივე გუნდს თითო ქულა აქვს.
მეორე ტურში, 18 ივნისს შვეიცარია ბოსნიას, ხოლო 19 ივნისს კანადა კატარს დაუპირისპირდება.
სანტა კლარა. „ლივაის სთედიუმი“
კატარი – შვეიცარია 1:1
გოლები: 0:1 ემბოლო (17, პენ), 1:1 ხუხი (90+4)