ირმა ინაშვილი: რა გამართლება აქვს იმას, რომ დაკავებულების წამება, თურმე, 2022 წელს მოხდა? 2022 წელს “ქართული ოცნება” არ იყო ხელისუფლებაში?

რა გამართლება აქვს იმას, რომ დაკავებულების წამება, თურმე, 2022 წელს მოხდა? 2022 წელს “ქართული ოცნება” არ იყო ხელისუფლებაში? ან დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს, ვინაა ამაზე პასუხისმგებელი? ან იქნებ სხვა დაკავებულები მსგავს ფაქტებზე არ ლაპარაკობდნენ 2023- 2024- 2025- 2026 წლებში?! ლაპარაკობდნენ, მაგრამ “პოლიციელი გმირია”-ს ბანერებს ურტყამდით თავში ამ ხალხს. მე დიდ პატივს ვცემ პატიოსან პოლიციელებს, ეს მათ იციან, მაგრამ ყველა პოლიციელი არაა გმირი და რაც ვიხილეთ, ეს უბედურება მოსალოდნელი იყო, ამდენი აგრესიის, ძალადობის, ბოღმის, უპატიებლობის, “ნულოვანი თანაგრძნობის” ფონზე! ყველას გრცხვენოდეთ, ვინც ამ ფაქტის “გათეთრებას” ცდილობთ! მთელი ხელისუფლებაა ამ ძალადობაზე პასუხისმგებელი!!!” | წერს სოციალურ ქსელში პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი
🔴 გუშინ TV პირველმა კადრები გაასაჯაროვა და თქვა, რომ პოლიციელები ხალხის წამების კადრებს საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო ვინც მათ ეს ჩათი გაუტეხა და სისტემის მხილებისთვის ფაილები გადმოწერა, დააკავეს. მათივე ცნობით, -ს თანამშრომლები სასურველ ჩვენებებს სწორედ ამ მეთოდებით მოიპოვებენ. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, “ეს ხდება პოლიციაში და შეუძლებელია, სხვებს არ გაეგოთ და ხელმძღვანელობას არ სცოდნოდა”. როგორც TV პირველს დაკავებული პირის დედა ეუბნება, პოლიციელები მოქალაქეებს “სიგარეტებს აწვავენ, აქრობენ ტანზე და აშიშვლებენ”
🔴 ამ კადრების გავრცელებიდან მალევე განცხადება გაავრცელა -მ, რომლის თანახმადაც ძალადობა 2022 წლის ზაფხულში აჭარის რეგიონში მოხდა, მასში მონაწილეობდნენ ქობულეთში მივლინებით მყოფი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მათივე თქმით, დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა და აღნიშნული პირები 23 თებერვალს დააკავეს
🔴 კადრების ნახვის შემდეგ პროტესტის ნიშნად ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ