“მთავარი ამბავი იცით რა არის ქოცებო? თქვენს ვირთხას რომ ეს კადრები გამოაქვს!”- ასე ეხმაურება “კოალცია ცვლილებისთვი” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია “ნადარ მელაძის შაბათის” მეირ გასაჯაროებულ კადრებს,ს ადაც პოლოციიის განყოფილებაში არაადამიანური მოპყრობაა ასახული.
პოლიციელების მხრიდან სასტიკ ძლაადობას სოციალურ ქსელში გამოახემაურა “ფედერალისტების” ლდიერი, თამარ ჩერგოელიშვილიც.
მისი თქმით, “კადრების გაჟონვა ნიშნავს, რომ რეჟიმს დიდი დღე არ დარჩენია”.
მელაძის ანონსი ვნახე.
საზარელია.
ის, რომ სისტემიდან ასეთი საზარელი რამ გაიჟონა, იმას ნიშნავს, რომ რეჟიმს დიდი დღე აღარ დარჩენია”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ძალადობის კადრებს გამოხმაურება მოჰყვა “გირჩი-მეტი თავსიფულების” ლდიერის, ზურა ჯაფარიძისგანაც.
ეს ქობულეთში მოხდაო რამდენიმე წლის წინ, იმერეთიდან ჩასული სამი პოლიციელი სცემს დაკავებულებს, ერთეული შემთხვევააო
გორში რომ 10 მოზვერი სცემდა ერთ დაკავებულს, ერთეული შემთხვევააო
ძირს დაგდებულ ზვიად მაისაშვილს რომ სახეში ურტყეს წიხლები, ერთეული შემთხვევააო
როგავას რომ კინაღამ კისერი მოტეხა, ერთეული შემთხვევააო
ყველაფერი რაც კამერაზე ხვდება და ჟონავს, არის ერთეული შემთხვევები
ბევრი დაგროვდა უბრალოდ
თორემ ისე, არანაირი სისტემური ძალადობა
კამერებს მიღმა ანგელოზები მოძრაობენ ფორმებში
პოლიციელი გმირია”, – წერს ზურა ჯაფარიძე.
“ნოდარ მელაძის შაბათმა” პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გაავრცელა – (ეს მხოლოდ ანონისია, ვრცლად ყველაფერს დღეს 20:00 საათზე ტვ პირველზე იხილავთ)
გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ “შაბათის ეთერის” ანონსის შემდეგ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა. უწყების მტკიცებით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.
შს სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს თითქმის 4 წლის განმავლობაში გამოუძიებელი იყო. კადრების ფიგურანტები, კი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.




