ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში დღეიდან მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ახალი პაქტი ამოქმედდება

ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში დღეიდან მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ახალი პაქტი ამოქმედდება
🔴 ევროკავშირმა მიიღო „მიგრაციისა და თავშესაფრის პაქტი“, რომელიც სრულად ცვლის ძველ სისტემას. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ეს წესები არის სამართლიანი, მაგრამ მკაცრი: იცავს გარე საზღვრებს, აჩქარებს დეპორტაციას და სამართლიანად ანაწილებს პასუხისმგებლობას ევროკავშირის ქვეყნებს შორის.
🔴 პაქტის 5 მთავარი პუნქტი:
🔴 უსაფრთხო გარე საზღვრები: ყველა არალეგალი მიგრანტი, რომელიც ევროკავშირის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთს, გაივლის სავალდებულო რეგისტრაციას და დეტალურ შემოწმებას. სასაზღვრო ზონებშივე ამოქმედდება დაჩქარებული პროცედურები მათთვის, ვისაც თავშესაფრის მიღების შანსი თითქმის არ აქვს, ვინც უსაფრთხოების რისკს ქმნის ან ხელისუფლებას ატყუებს. ასეთ ადამიანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე საერთოდ არ შემოუშვებენ და საზღვრიდანვე სწრაფად დააბრუნებენ უკან.
🔴 მკაცრი და სამართლიანი პროცედურები: საგრძნობლად მცირდება თავშესაფრის მოთხოვნის განხილვის ვადები. წესები ბევრად გამკაცრდება მათთვის, ვინც კანონს ბოროტად იყენებს ან განაცხადს ხელახლა აკეთებს. ასევე, გამკაცრდება კონტროლი, რომ მიგრანტები ერთი ქვეყნიდან მეორეში უკანონოდ აღარ გადაადგილდნენ.
🔴 საერთო სტანდარტები მიგრანტთა მიღებისთვის: მთელ ევროკავშირში მიგრანტებისთვის ღირსეული პირობები შეიქმნება. ეს შეამცირებს მათ სურვილს, დატოვონ მიმღები ქვეყანა და სხვაგან გადავიდნენ. ამასთან, თავშესაფრის მაძიებლებს შრომის ბაზარზე წვდომა უფრო სწრაფად — ჩასვლიდან უკვე 6 თვეში ექნებათ, რაც მათ დასაქმებას გააადვილებს.
🔴 სამართლიანი ბალანსი სოლიდარობასა და პასუხისმგებლობას შორის: იქმნება მუდმივი, სავალდებულო სოლიდარობის მექანიზმი. თითოეულ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოქნილად დაეხმაროს სხვებს (მაგალითად, ფინანსურად ან მიგრანტების ნაწილის შეფარებით). ასევე, მკაფიოდ განისაზღვრება, თუ რომელი ქვეყანაა პასუხისმგებელი კონკრეტული მიგრანტის განაცხადის განხილვაზე, და აჩქარდება მიგრანტების უკან დაბრუნების პროცესი იმ ქვეყანაში, რომელსაც ეს ევალება.
🔴 უფლებების მკაცრი დაცვა: იმისთვის, რომ მიგრანტების ფუნდამენტური უფლებები არ დაირღვეს, შემოწმებისა და სასაზღვრო პროცედურების დროს იმოქმედებს ადამიანის უფლებების დაცვის დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმი.” ნათქვამია ევროპული საბჭოს პრესრელიზში

ასევე დაგაინტერესებთ