“რეალის” მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დანიშნეს, – იტყობინება “სამეფო კლუბის” საიტი.
მოურინიოს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ის გუნდს 13 ივლისს ჩაიბარებს.
63 წლის პორტუგალიელმა “ბენფიკა” დატოვა და “რეალში” ალვარო არბელოა შეცვალა. მოურინიოს სანაცვლოდ “ბენფიკა” კომპენსაციის სახით 15 მილიონ ევროს მიიღებს.
მოურინიო “რეალს” 2010-2013 წლებში წვრთნიდა. გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო.
