რუსეთში ალექსეი არესტოვიჩსა და ბორის აკუნინს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ რუს მწერალს, ბორის აკუნინსა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ მრჩეველს, ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად ორ-ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, აკუნინს, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია გრიგორი ჩხარტიშვილი, ბრალი ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდებასა და ტერორიზმის პროპაგანდაში ედება.
სასამართლო განმარტავს, რომ პატიმრობის ვადის ათვლა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, ხოლო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადიციის ან დეპორტაციის შემთხვევაში – სამართალდამცავ ორგანოებში გადაყვანის მომენტიდან მოხდება.
რაც შეეხება ალექსეი არესტოვიჩს, მას ბრალი ტერორიზმის საჯაროდ გამართლებასა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ედება.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე – პარტიის ათიათასობით წევრზე უღირსობის დაბრალება, პოლიტიკურად არაკორექტულია – თუ პირველივე განცხადებით თავს დაესხმება გუნდს, არ მგონია, ეს ის პოზიცია, რაც შორსმჭვრეტელობას ასახავს

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა