[VIDEO] SOS. საქართველოს ნაკრებს საფრთხე ემუქრება – უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა

უნგრეთმა დებრეცენში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში ყაზახეთი 3:1 დაამარცხა. პირველ ტაიმში კინაღამ ტრაგედია დატრიალდა.
20 მეტრის სიმაღლეზე დაკიდებულმა 30 კილოგრამიანმა მოძრავმა ვიდეოკამერამ უეცრად კვამლი გაუშვა, ბაგირს მოწყდა და მოედანზე მასპინძელთა გუნდის სათადარიგოთა სკამის მოშორებით დაეცა. საბედნიეროდ იქ ფეხბურთელები არ იმყოფებოდნენ, ერთ-ერთი ოპერატორი კი 2 მეტრში იდგა.
უნგრეთის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს 2 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურში უმასპინძლებს.