შალვა პაპუაშვილი აღიარებს რომ EU-ში გასამგზავრებლად ვიზის აღება უწევს

შალვა პაპუაშვილი აღიარებს, რომ ევროკავშირში გასამგზავრებლად ვიზის აღება უწევს. ამის შესახებ მან დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ სხვადასხვა ვიზიტით არაერთხელ იყო ევროკავშირში და ვიზაც აიღო.

…[დიპლომატიურ პასპორტებზე] სავიზო რეჟიმი არსებობს, სხვათა შორის, არაერთხელ ვიყავი ამის შემდეგ ევროკავშირში სხვადასხვა ვიზიტით, ვიზაც ავიღე… ასე რომ, ტყუილად ნუ გვაშინებენ რაღაც დრაკონული პროცედურებით…” – თქვა პაპუაშვილმა. [შიფრი: “მთავარი”] 

 

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო