სამშაბათს, 9 ივნისს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის და გამომცემლობა პალიტრა L -ს ორგანიზებით თეონა დოლენჯაშვილის ახალი რომანის, „მე-მერსო“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ფაბრიკამ უმასპინძლა.
მწერალმა რომანზე მუშაობა საფრანგეთში შემოქმედებითი რეზიდენციის დროს დაიწყო, რომელიც 2024 წელს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა.

გულწრფელ მადლობას ვუხდით თეონა დოლენჯაშვილს, რომელმაც მკითხველს საკუთარი ნამუშევარი წარუდგინა. მადლობა გამომცემლობას “პალიტრას L” ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
უღრმესი მადლობა თითოეულ სტუმარს, ვინც არ დაიშურა დრო და დაესწრო შეხვედრას, რათა აღმოეჩინა ალბერ კამიუს საკულტო რომანით შთაგონებული ეს ახალი ნაწარმოები.





