ვიქტორ ჯაფარიძე: უფასო არის მკვდრისთვის კუბო, თორემ ოჯახის პატრონი მაგასაც ყიდულობს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძე მესტიის გამრიცხველიანების გადაწყვეტილებას იწონებს და ამბობს, რომ კრიპტომაინინგის პრობლემა მოსაგვარებელია.

საქმე ის არის, რომ ირაკლი კობახიძემ 4 ივნისს განაცხადა, რომ მაღალმთიან მხარეში აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მთავრობის წარმომადგენლებმა სხვა დეპუტატებთან ერთად ვიქტორ ჯაფარიძესთანაც ისაუბრეს და პრობლემასთან ბრძოლის რთული გადაწყვეტილება ერთად მიიღეს. აქედან გამომდინარე BM.GE დეპუტატის პოზიციით დაინტერესდა.

ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის პრობლემის გადაწყვეტის საკითხში მონაწილეობას ადასტურებს და ამბობს, რომ მისი და სოზარ სუბარის ჩართულობა ამ საკითხების მოგვარებისას „უპრიანია იყო“.

დეპუტატმა მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგთა ბრძოლისა და მოსახლეობის გამრიცხველიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა: „უფასო არის მკვდრისთვის კუბო… თორემ ოჯახის პატრონი მაგასაც ყიდულობსუფასო არაფერი არსებობს ამ ქვეყანაზე მით უმეტეს ელექტროენერგია“.

მან აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება მესტიას წლების განმავლობაში აწუხებდა და ბიზნესს ოპერირებაში ხელს უშლიდა, რაზედაც მისი თქმით, მოსახლეობასთან არაერთი შეხვედრა ჰქონია და გაფრთხილებაც მიუცია.

რაღაცა ბუშტი იბერება, იბერება და ბოლოს გასკდება – ყველაფერს აქვს ზღვარი, რაღაცა არ შეიძლება, რაღაცა შეიძლება.

მე, ვიქტორ ჯაფარიძე ამის [გამრიცხველიანების] წინააღმდეგი ვერ ვიქნები. არ მომწონს ის ადამიანები, ვინც სვანეთს ვნებენ… არ შეიძლება – ზამთარში დენი ითიშება, არის პრობლემები, ტრანსფორმატორები ფეთქდება, „ენერგო-პრო“ ვერაფერს აკეთებს, იმიტომ კი არა რომ არ უნდა, იმიტომ, რომ ცოტა რთულია კაპიტალდაბანდება, როცა დენი უფასოა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე – იქნება თუ არა მოსახლეობა მზად გამრიცხველიანებისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატი ყურადღებას მთავრობის მხრიდან აღებულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მესტიაში გაზმომარაგება არ არის.

ბატონმა ირაკლი კობახიძემ და ძალიან სწორად თქვეს, რომ რაღაც დონეზე [ტარიფი] აუცილებლად დაკომპენსირდება. ახლა ზუსტ რეცეპტს ვერ გეტყვით, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინებენ სოციალურად დაუცველებს… მაგალითად, ყაზბეგში გაზს რაღაც რაოდენობას აძლევენ და იმის ზევით უსუბსიდირებენ და იმის ზევით გადასახადს უწესებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ხელისუფლება აუცილებლად გაითვალისწინებს მოსახლეობის აზრს, რომ მის ყოფა-ცხოვრებას ზედმეტად პრობლემები არ შეუქმნას.

გუშინ მქონდა შეხვედრა რწმუნებულებთან, საკრებულოს წევრებთან სხვა თემებზე, მაგრამ ეს საკითხი იქაც დაისვა და ყველას გავახსენე – გახსოვთ ამაზე რომ ვსაუბრობდით? ყველას ახსოვს, იმიტომ რომ ასე იყო. ხოდა ახლა, კეთილი ვინებოთ სულ ყველამ… დარწმუნებული ვარრომ ხელისუფლება რამდენიმე ვარიანტს დადებს, რომ სვანეთი არ ჩაბნელდესმაგალითადგეტყვითრომ სასტუმრო დენზეა დაერთებული და დენზე ფუნქციონირებს. პირობითად 10-ნომრიანი სასტუმრო იყოს. 10-ნომრიან სასტუმროს თბილისში, ჩემი აზრია ასეთია, რომ თბილისში გაზით ხდება გათბობა, და რადგან სვანეთში ალტერნატივა არ არსებობს, შესაბამისი ალბათ დამაბალანსებელი მიდგომა უნდა იყოს, რომ რაც გაზის ფასია, იგივე გადაიხადოს [დენშიც], რომ განსხვავებულიც არ იყოს, რომ თბილისი, ზუგდიდში რასაც იხდის სასტუმრო, იგივე გადაიხადოს ვთქვათ ჩვენთანაც. რაღაც ფორმას აუცილებლად იქნება… ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლება ამას სხვანაირად არ გააკეთებს. მაგრამ ასე უმოწყალოდ დენის ხარჯვა აუტანელია.

მე და სოზარი აუცილებლად ვიქნებით ჩართული, რომ მოსახლეობა ასე პირისპირ არ დარჩეს… ასე პირდაპირ ჩაჭერი და დამთავრდაეგრე არ იქნება. [ელექტროენერგიის] ჩაჭრის თემა იქნება იქსადაც არის მაინერების ადგილსამყოფელი და მაინერების ჩართული.

კომპლექსური საკითხიც არის და გადაწყვეტადიც. იმას გეტყვით, რომ უფასო არის მკვდრისთვის კუბოთორემ ოჯახის პატრონი მაგასაც ყიდულობსუფასო არაფერი არსებობს ამ ქვეყანაზე, მით უმეტეს ელექტროენერგია, ცოტა ისეთი ფუფუნებაა. მით უმეტეს, როცა სამთო-სათხილამურო კურორტზე ჩამოსული არის ხალხი და ამ დროს საბაგირო გათიშულია“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ და დასძინა, რომ ელექტროენერგიის პრობლემები ტურიზმის კუთხითაც რეგიონს ძალიან დიდ ზიანს აყენებდა.

🔻 1 ივნისს მამუკა მდინარაძემ დაანონსა, რომ “მთავრობა მესტიაში ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი, არალეგალური ბიზსნესაქმიანობის კერძოდ, მესტიაში უკანონო კრიპტო მაინინგის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს.” ამის შემდეგ ენმ-ის პატიმრობაში მყოფმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ციხიდან გაავრცელა წერილი, სადაც ეწერა, რომ მაინერების საკითხის უკან მდგომი ერთ-ერთი პირი სწორედ ვიქტორ ჯაფარიძეა. 4 ივნისს -მ მესტიაში 148 ე.წ. მაინერი ამოიღო