„რეალის“ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში 79 წლის ფლორენტინო პერსმა 37 წლის ენრიკე რიკელმე დაამარცხა და მერვედ გახდა კლუბის პრეზიდენტი.
პერესმა ხმების 64.1% მიიღო, რიკელმემ კი 35.9%. პერესი „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი 2030 წლამდე იქნება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პერსი მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს დანიშნავს, აგრეთვე მცველებს – იბრაიმა კონატეს (ლივერპული) და დენზელ დუმფრისს (ინტერი) დაიმატებს.