U17. თორნიკე კვარაცხელიამ თურქეთს გაუტანა – საქართველოს ნაკრები მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, რუმინეთში ამხანაგურ მატჩში თურქეთთან 1:2 დამარცხდა.
ჩვენი გუნდიდან გოლი ნიკოლოზ კობზონაძის პასით თორნიკე კვარაცხელიამ გაიტანა.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 9 ივნისს, რუმინეთთან გამართავს.
გიორგი ჩიტაურის ნაკრები ევროშესარჩევ ციკლში, 3-გუნდიან ჯგუფში – ყაზახეთს და ავსტრიას დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 11-17 ნოემბერს, საქართველო უმასპინძლებს.
11 ნოემბერი | საქართველო V ავსტრია
14 ნოემბერი | ავსტრია V ყაზახეთი
17 ნოემბერი | საქართველო V ყაზახეთი
ბუფტია. „ტექნიკური ცენტრი“
თურქეთი – საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჩაქიროღლუ (20), 1:1 კვარაცხელია (27), 2:1 ქაბაქთაში (62)
საქართველო: მეტონიძე, კობზონაძე, თომაევი, ფოცხვერია, ხარაზი, გოგუა (ჭიკაიძე 61), დუმბაძე (ქურასბედიანი 61), ოჩიგავა (მაჭარაშვილი 75), სახვაძე (კაკულია 88), კვარცხელია, ჩიქოვანი