ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის C ლიგის მეოთხე ჯგუფის მესამე მატჩში, სახლში ფარერებთან 2:3 წაგების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ირის ანტმანმა გააკეთა:
“გოლის გატანის ბევრი შესაძლებლობა გვქონდა, გავიტანეთ კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, მეორე ტაიმში რამდენიმე შეცდომა დავუშვით.
შესაძლებლობები გვქონდა, ანგარიში კიდევ უფრო გაგვეზარდა, მაგრამ ფეხბურთში ასეა – თუ შენს შანსებს ვერ იყენებ, მეტოქე სარგებლობს ამით. სწორედ ეს მოხდა დღესაც.
ბოლოს ყველაფერი შეტევაში ჩავდეთ, რადგან ამ მატჩის მოგება გვინდოდა, და ამის ფონზე მესამე გოლიც გავუშვით.
ვფიქრობ, ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე მოვიდნენ და მთელი მატჩის განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ”.
NAKREBI.GE