“ლივერპულის” მწვრთნელად 43 წლის ბასკი ანდონი ირაოლა დანიშნეს.
ირაოლამ არნე სლოტი შეცვალა. კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება. ის 2023 წლიდან ამ სეზონის ბოლომდე “ბორნმუთს” ედგა სათავეში, ადრე კი კვიპროსის აეკ-ის, “მირანდესის” და “რაიო ვალეკანოს” მწვრთნელი იყო.
ირაოლა 2001-2015 წლებში “ატლეტიკში” თამაშობდა, საიდანაც “ნიუ-იორკ სიტიში” გადავიდა და იქვე დაასრულა ფეხბურთელის კარიერა.