ჰაჯი: საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში უკეთესი იყო – ჩვენმა მეკარემ შეცდომა დაუშვა

საქართველოს ნაკრებთან ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ, რუმინეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა გეორგე ჰაჯიმ ისაუბრა.
„ეს ჩემი ხელმძღვანელობით გუნდის პირველი შეხვედრა იყო, ასეთ რთულ თამაშს ველოდებოდით. მეტის მიღწევა შეგვეძლო, მაგრამ მოსამზადებლად მხოლოდ ხუთი დღე გვქონდა. მიზანი ერთმანეთის გაცნობა იყო და ვფიქრობ, თანდათან ყველაფერი გამოსწორდება. ისინი ნაკრებში ჩამოვიდნენ და შესაბამისი განწყობა უნდა ჰქონდეთ. კარგი ეპიზოდებიც გვქონდა და შეცდომებიც დავუშვით. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მეორე ცოტა უარესად, როდესაც მეტოქე ჩვენზე უკეთესი იყო. მთლიანობაში ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ.
ფლორინელ კომანი გუნდში დაბრუნებისთვის ჩემი მადლობელი არ უნდა იყოს. უბრალოდ მხარს ვუჭერ და მინდა სწორ გზაზე დავაყენო. იმედია, მომავალ სეზონში სათამაშო პრაქტიკა ექნება. მეკარე მარიან აიოანიმ შეცდომა დაუშვა. ეს ყველას შეიძლება მოუვიდეს. მას საჭირო დასკვნების გამოტანა სჭირდება.
6 მაისს უელსს ვმასპინძლობთ, ცვლილებებს განვახორციელებ. შანსს იმათ მივცემ, ვინც დღეს შეცვლაზე შევიდა და ვინც რუმინეთში დარჩა“, – განუცხადა ჰაჯიმ Antena 1-ს.