მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი უკრაინაში ჩავიდა

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი უკრაინაში ჩავიდა. შვეიცარიის შემდეგ მის ახალ მუსიკალურ წარმოდგენას City Lights ლვოვის ფილარმონიის მაყურებელი ელოდა. ნიკოლოზ რაჭველთან და Inso-Lviv ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად მან ასევე კონცერები გამართა სარეაბილიტაციო კლინიკებში, ომში მებრძოლი ჯარისკაცების მხარდასაჭერად.
ლიზა ბათიაშვილი ერთ-ერთი პირველი არტისტია, ვინც 2014 წლიდან თანადგომას უცხადებს უკრაინას. მაედანზე მის მიერ შესრულებული რეკვიემი გამორჩეულ თანადგომის აქტად რჩება. ლიზამ ასევე მრავალი საქველმოქმედო კონცერტი გამართა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.