კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია

2 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშიაც წარდგა, რომელიც რუმინეთის წინააღმდეგ ეროვნულ გუნდში ბოლო, 129-ე მატჩს გამართავს:
“შეგუებული ვარ, რომ ხვალინდელი მატჩი ჩემთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლო იქნება. გული არაფერზე მწყდება. ძალიან იღბლიანი კარიერა მქონდა, ბევრ რამეს მივაღწიე და მინდა, ეს ყველაფერი გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნო.
ძალიან დიდი პროფესიონალი და შესანიშნავი ადამიანია. მისი ხელმძღვანელობით ჩვენს ნაკრებს ძლიერი ლიდერი და კაპიტანი ეყოლება. მის საფეხბურთო თვისებებზე საუბარიც კი ზედმეტია – ის ევროპის საუკეთესო მოთამაშეა. თავადაც უნდა გააცნობიეროს, რამდენად დიდი ფეხბურთელია და ყველამ უნდა ვიამაყოთ იმით, რომ ის ქართველია.
იმ პერიოდიდან, როდესაც ნაკრებში მოვედი, დღემდე საოცარი პროგრესი განვიცადეთ. ფეხბურთის ფედერაცია მუდმივად ცდილობს, რომ განვითარებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს და სწორედ ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად მივაღწიეთ უდიდეს წარმატებას.
ბოლო ერთი წელი ისეთი არ იყო, როგორც დაგეგმილი გვქონდა, თუმცა დიდი წარმატებების შემდეგ გარკვეული წარუმატებლობა სრულიად ბუნებრივი პროცესია. მოვიდა თაობა, რომელსაც ძალიან ბევრი შეუძლია, თუმცა ამისთვის მეტი გამოცდილება სჭირდება. გუნდი სწორედ ამ გამოცდილების დაგროვების პროცესშია და ვფიქრობ, სექტემბრის შემდეგ სრულიად სხვა სახეს მიიღებს.
ნაკრები ახალ ეტაპს დაიწყებს და დარწმუნებული ვარ, იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია”.
NAKREBI.GE