სულო ჩებინოვი, მეზღვაური: „ჩემთვის „ბათუმელები“ ჩემი ქალაქისა და რეგიონის ამბების მთავარი მაცნეა, თან ძალიან დიდი ისტორიით

🟥 სულო ჩებინოვი, მეზღვაური: „ჩემთვის „ბათუმელები“ ჩემი ქალაქისა და რეგიონის ამბების მთავარი მაცნეა, თან ძალიან დიდი ისტორიით. კარგად მახსოვს ის პერიოდიც, როცა მის ბეჭდურ ვერსიას სულმოუთქმელად ველოდებოდი ხოლმე.
🟥 მეზღვაურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იცოდეს, რა ხდება მის ქალაქსა და რეგიონში. წლებია თვალს ვადევნებ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ “ბათუმელები/ნეტგაზეთი” ის ონლაინ მედიაა, რომელიც რეგიონის მთავარ მოვლენებს ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად აშუქებს.
🟥 ცალკე სათქმელია ის, რომ მეზღვაურების ამბებით ფაქტობრივად მხოლოდ „ბათუმელები“ ინტერესდება. ახალ ამბებს და ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას ისევ და ისევ მათგან ვიგებთ.
🟥 ყველამ კარგად იცის, რა ტემპითა და ხარისხით მუშაობენ. მნიშვნელობა არ აქვს, ზემო აჭარის რომელიმე მიუვალ სოფელში ხარ თუ შუა ოკეანეში, როცა დახმარება გჭირდება, გინდა შენი სატკივარი ხელისუფლებას მიაწვდინო და სხვას არავის ესმის (ან არ უნდათ, რომ გაიგონ), „ბათუმელები“ შენ გვერდითაა და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
🟥 ახლა კი მივმართავ ჩემს კოლეგებს, მეზღვაურებს.
🟥 ჩვენ ხომ ყველაზე კარგად ვიცით რას ნიშნავს სიშორე და სიმარტოვე. რას ნიშნავს, როცა შენი ხმა არსაიდან ისმის და უბრალოდ უძლური ხარ რამე შეცვალო. თუ გულწრფელად გვინდა, რომ ჩვენი ქალაქის მთავარი ხმა არ დადუმდეს და ხალხის ხმის მისაწვდენი ერთადერთი გზა არ ჩაიხერგოს, მხარი უნდა დავუჭიროთ „ბათუმელებს“. თვეში სიმბოლური 5 ან 10 დოლარი არცერთ ჩვენგანს არაფერს დააკლებს, მაგრამ დაფიქრდით, თუ ეს ერთადერთი ხმაც გაჩუმდა, მერე ეს სიჩუმე ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდება ჩვენთვისაც და ჩვენი მშობლიური ქალაქისთვისაც.
ნუ მივცემთ ამ ხმას ჩაქრობის უფლებას, ერთად გადავარჩინოთ ის, რაც ჯერ კიდევ შემოგვრჩა“.
🟥 გადადით ბმულზე და დაუჭირეთ მხარი ბათუმელებს და ნეტგაზეთს თვეში ერთი ლარიდან. მკითხველის მხარდაჭერა გვჭირდება, მუშაობა რომ გავაგრძელოთ –