სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოს უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა

სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოს უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა.
თამთა ქიმბარიშვილი პროტესტთან დაკავშირებულ არაერთ ადმინისტრაციულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომდგენელი იყო სასამართლოში.
თამთა ქიმბარიშვილის შესახებ დაწერილი კომენტარის გამო 2025 წლის 24 ივნისს მოსამართლემ მოქალაქე 2500 ლარით დააჯარიმა.
გასულ წელს 2025 წლის 4 ივნისს მაშინდელმა შს მინისტრმა გეკა გელაძემ -ს იურისტებს, მათ შორის, თამთა ქიმბარიშვილს „სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის“ მადლობის სიგელი გადასცა.
💬 „სამმართველოს ფუნქციაა, სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს.
აღნიშნული სამმართველო გამოავლენს სავარაუდო სამართალდარღვევას, გამოავლენს სავარაუდო სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, მოახდენს მის იდენტიფიცირებას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, აღნიშნული მასალების საერთო სასამართლოებში გადაგზავნას.
საწყის ეტაპზე, სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა 10 საშტატო ერთეულით. სამმართველოს თანამშრომლები საქმიანობას განახორციელებენ ქვეყანაში უკვე არსებული რეგულაციების საფუძველზე”, – განაცხადა თამთა ქიმბარიშვილმა.