დიდი გაურკვევლობა “ლივერპულში” – სალაჰმა წასვლა გადაიფიქრა და რას ფიქრობს ირაოლა?

მას შემდეგ, რაც „ლივერპულის“ მწვრთნელი არნე სლოტი გადააყენეს, მოჰამედ სალაჰმა შეიძლება გუნდის დატოვება გადაიფიქროს, – იტყობინება indykaila News-ი.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობა სალაჰს დაუკავშირდება. ეგვიპტელი შექმნილ სიტუაციას თავის აგენტთან განიხილავს.
„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა ჯეიმი რედნაპმა განცხადა, რომ სლოტის სამუშაოდან დათხოვნაში გუნდის გავლენიანმა ფეხბურთელებმა ითამაშეს როლი.
ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, არაა გამორიცხული, „წითლებს“ ანდონი ირაოლა ჩაუდგეს სათავეში, მხარეები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს და შეთანხმების მიღწევის იმედი აქვთ. ირაოლა „ბორნმუთიდან“ ახლახან წავიდა და მას აგრეთვე „ბაიერი“ ეპატიჟება.