შსს-ში მდინარაძის მიერ დაანონსებული სამმართველო დღეს ამოქმედდება – ის საჯარო სივრცეში გაკეთებულ განცხადებებს გააკონტროლებს

შსს-ში მდინარაძის მიერ დაანონსებული სამმართველო დღეს ამოქმედდება – ის საჯარო სივრცეში გაკეთებულ განცხადებებს გააკონტროლებს. ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტში არსებული სამმართველო შეამოწმებს განცხადებებს, რომლებსაც სხვის შეურაცხყოფად, ღირსების შელახვად, სიძულვილის ენად, ან ძალადობისკენ მოწოდებად ჩათვლის. ცნობილია, რომ ეს ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაციას შეეხება
🔻 აღნიშნული სამმართველოს შექმნის შესახებ ინიციატივა 18 მაისს მდინარაძემ გაახმოვანა და პოლარიზაციის აღმოფხვრის მიზნებით ახსნა. მან იქვე დაამატა, რომ საჭიროების შემთხვევაში, საჯარო განცხადებებისთვის სასამართლო ადმინისტრაციულ პატიმრობებსაც გამოიყენებს. რაც შეეხება “სიძულვილის ენის განსაზღვრას”, მდინარაძის თქმითვე, “პირველი შემფასებელი იქნება შსს-ს შესაბამისი სამმართველო, მაგრამ საბოლოო კრიტიკული შემფასებელი იქნება სასამართლო”

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!