ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „არსენალთან“ „პარი სენ-ჟერმენმა“ პენალტების სერიით მოიგო. (1:1 ძირითადი დრო, პენალტები 4:3)
თავდაპირველად, ფინალური მატჩის ანგარიში “არსენალმა” შეხვედრის პირველ ნახევარში გახსნა.
პარიზულმა “პსჟ”-მ ანგარიში თამაშის მეორე ნახევარში, 65-ე წუთზე უსმან დემბელეს პენალტით გაათანაბრა. 11-მეტრიანი გუნდმა ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ წესების დარღვევით მოიპოვა.
მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით – 1:1 დასრულდა, რომელიც არც დამატებით დროში შეიცვალა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს „არსენალი“ და „პსჟ“ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, “პუშკაშ არენაზე” დაუპირისპირდნენ.
შეგახსენებთ იმასაც, „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეორედ მოიგო. წინა გამარჯვება გუნდმა გასულ წელს „ინტერთან“ მოიპოვა.




