ბუკა პეტრიაშვილი:
გუშინწინ შოთიკოსთან ვიყავი. იქვე ახლო-მახლოს ბევრი ადამიანი იდგა, მათ შორის ახალგაზრდები. ერთ-ერთი გამოეყო და მოვიდა ჩემთან ძალიან მოწიწებით. შოსთან ვმეგობრობდი და მერეც საერთო მეგობრების მეშვეობით სულ ვხვდებოდითო. ყოველთვის ასეთი იყოო, გამორჩეულად ყურადღებიანი და ხალისიანიო.
შენ ვისთან ხარ თქო რომ ვკითხე, მიპასუხა, ჩემი ძმაკაცის ნიკოლოზ ღუნაშვილის მეცხრე დღეაო. ისიც შოთიკოსავით თბილი მხიარული და ხალისიანი ბიჭი იყოო 

დღეს ნიკოლოზი 18 წლის გახდა მაგრამ ვერ ზეიმობს თავის მშობლებთან მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად 


მისი მკვლელი კი ზის ციხეში, მაგრამ მისი სიცოცხლის შეწყვეტაზე პასუხისმგებელი ეს გამომპალი და ბოროტი სისტემაა 


არ არსებობს ნუგეშის სიტყვა; არ არსებობს ამ ტკივილის განკურნება; ისღა დაგვრჩენია, ამ ტკივილთან ერთად ვისწავლოთ ცხოვრება
შოთიკოსგან დედაჩემის და მამაჩემისკენ რომ მივდივარ, გზად ჩემს ულამაზეს, ასევე მზაკვრულად მოკლულ ულამაზეს და ულაღეს მირიან კუკავას მივეფერები; მერე მომავლის ბიჭს ნიკოს დავხედავ კვარაცხელიას; იქვეა ნამდვილი ფერია მარიტა 

ბევრია კიდევ, საუბედუროდ 


ნიკოლოზი მარტო თავის მშობლების არა, ჩვენი ქვეყნის მომავალი იყო; მომავალი, რომელსაც გვიკლავენ და ჩვენც თითქოს ვეგუებით ამ სიკვდილს 

უბედურებიდან უბედურებამდე ვცხოვრობთ 


შენს ღიმილს გაუმარჯოს ნიკოლოზ; შენს 18 წელს გაუმარჯოს ნიკოლოზ




