გია ჭანტურია გორში პოლიციელების მიერ ორი ახალგაზრდა კაცის ცემის ფაქტზე: თუ ამ ტრაგედიას ვერ ხედავ, ან ბრმა, ან თავადაც მოძალადე ხარ

რეჟისორი გია ჭანტურია გორში პოლიციელების მიერ ორი ახალგაზრდა კაცის ცემის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ -ს თანამშრომლებს მოსწონთ რასაც აკეთებენ.

მისი თქმით, თუ ამ ტრაგედიას ვერ ხედავ, ან ბრმა, ან თავადაც მოძალადე ხარ.

ამ ტრაგედიას როცა ვერ ხედავ, ე.ი. ან ბრმა ხარ, ან უბრალოდ მოძალადე ხარ შენ თვითონაც. აი იმ პოლიციელების ცემაში იცით რა არის ყველაზე საზიზღარი? – მოსწონთ ამის კეთება, აი მიმიშვი, მეც დამარტყმევინე – ეს ხომ იკვეთება ამ კადრებში, რომ გამოწევს და მეც მიმიშვით, მეც დამარტყმევინეთ ფეხი და რომ იძახიან, რომ ცუდი სანახავია და ის არ იყო ცუდი სანახავი აქციების დროს პატარა გოგოებს და ბიჭებს რომ წიხლებს ურტყამდნენ? გავეშებული ვიღაცები, უნომროები.

იმას კარგად ფუთავდნენ, რომ ესენი არიან მტრები, ენჯეოშნიკები, ვიღაც ელგებეტეები, ესენი საცემები არიან, ქალს რომ ხელს დაარტყამს ქოცი, იტყვის ქალი არ არის კაცო ეგ, ამით იმართლებდნენ და ეს ის შემთხვევა იყო, რომ ესე იოლად ვერ გამოძვრებოდნენ” – განაცხადა გია ჭანტურიამ. 

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები პატიმრობაში გაუშვეს  – გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა გამოაცხადა.

პატიმრობას დაკავებულების მიმართ პროკურატურა ითხოვდა. ხოლო ადვოკატებმა პოლიციელების გათავისუფლების შუამდგომლობები დააყენეს:

დღეს ძალადობაში ბრალდებულმა პოლიციელებმა სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს – არც ერთი მათგანი სხდომას არ დასწრებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია – სააკაშვილმა ისიც მოყვეს, „იმ კაცს“, რომელსაც არ ასახელებს, რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა, რატომ იყო მისი მოციქული ხელისუფლებასთან, მისი „ვივამედში“ ყოფნის დროსაც! – რა გარიგება დაიდო და ბოლოს რაში „გადააგდეს“

ნიკა მელია – სააკაშვილს უკვე მრავალი წელია ჩემს მიმართ ეჭვიანობა, როგორც ყელს შემოჭერილი მარყუჟი, ისე ახრჩობს – მისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია – სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია