გორში ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა, პოლიციელმა გიორგი წკრიალაშვილმა დანაშაული აღიარა

გორში ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა, პოლიციელმა გიორგი წკრიალაშვილმა დანაშაული აღიარა | ადვოკატის ზაზა მინდიაშვილის განცხადებით, წკრიალაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და მიაწოდა პროკურორებს დეტალური ინფორმაცია. ამიტომ, ადვოკატს მიაჩნია, რომ ის მოწმეებზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს, არ მიიმალება და გამოძიებას ხელს ვერ შეუშლის. შესაბამისად, უფლებადამცველი ითხოვს, რომ წკრიალაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეეფარდოს. ის 5000-ლარიან გირაოს ითხოვს, თუმცა გამოთქვამს მზადყოფნას „თუ ვერ აკმაყოფილებს შემაკავებელ გარემოებებს, თავად განსაზღვროს თანხა და 20 დღიანი გადახდა განგვისაზღვრეთო“.
💬 „იგი, როგორც პოლიციელი გაცნობიერებულია რას წარმოადგენს 333 მუხლი…ეს იცოდა იქამდე სანამ აღიარებით ჩვენებას მისცემდა…მიმალვასთან დაკავშირებით ოპერატიული ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა და ეს საფუძველი გაზვიადებულია ბრალდების მხარის მიერ…გარემოება, რომ მას ევალებოდა სხვა დაეცვა დანაშაულისგან და არა თავად ჩაედინა დანაშაული, არ ვეთანხმებით… წარედგინა მუხლი, სადაც ასახულია ყველაფერი და ეს ვერ იქნება კრიტერიუმი ყველაზე მკაცრი ღონისძიების გამოყენებისა. გირაო საკმარისი იქნება შემაკავებელი მიზნებისთვის, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია” | თქვა ადვოკატმა [ რადიო თავისუფლების ლაივ ბლოგი]