“რას გადაწყვეტს პროკურატურა დანაშაულის ნაწილში კიდევ დადგინდება დამატებით, ეს არის პროკურატურის პრეროგატივა და პროკურატურის გადაწყვეტილება, ერთი შეხედვით დანაშაული არის თუ არა, ყველა ხედავს იმ კადრებში აბსოლუტურად.
[…] კონკრეტულ შემთხვევაზე როგორ შეიძლება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. არის გადაცდომა, თუ იქნება მანდ გადაცდომა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შესაბამისად, იქნება გამოძიებული.” – თქვა ჟურნალისტებთან დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე, “2 თვის განმავლობაში, რომ არ აკავებდით მოძალადე პოლიციელებს ამან წაახალისა თუ არა პოლიციელები?”
ჭეიშვილმა უპასუხა – “რა წახალისებაზე მელაპარაკებით, ერთი კონკრეტული შემთხვევა მოხდა, თუ არის გადაცდომა ამ შემთხვევაში, აუცილებლად დაისჯებიან. ერთი პოლიციელის დანაშაული ვერ იქნება პოლიტუკური პასუხისმგებლობა.”
პროკურატურის დღევანდელი განცხადების მიხედვით, გორში ძალადობის ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავეს




