ზენონ იარაჯული გორის ინციდენტზე: პოლიციის მსგავსი ქმედება სხეულზე მეტად ადამიანის შინაგან სამყაროს ამსხვრევს

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული ეხმაურება გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ჯგუფურად ძალადობის ფაქტს. იარაჯული წერს, რომ მსგავსი ქმედებებს არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მძიმე სულიერი და ფსიქოლოგიური შედეგები აქვს.

“პოლიციელების მსგავსი ქმედებები საზოგადოებისთვის მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის. ეს არის მძიმე ფსიქოლოგიური და სოციალური ტრავმა, რომელიც სხეულზე მეტად ადამიანის შინაგან სამყაროს, ნდობასა და თავად საზოგადოების ცნობიერებას ამსხვრევს.

ძალმომრეობისა და ჩაგვრის სივრცე ყველაზე მძიმედ სწორედ მაშინ ვლინდება,როდესაც საზოგადოება მხოლოდ ადამიანის ცემასა და გამეტებას კი არ უყურებს, იგი ხედავს, როგორ კარგავს ძალადობის პროცესში საკუთარი ადამიანური სახის ნაწილს ის, ვინც იდეაში ადამიანის უსაფრთხოებისა და დაცვის სახეს უნდა წარმოადგენდეს.

სწორედ ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს: როდესაც ადამიანი ხედავს, როგორ იკრიბება მრავალი ერთის წინააღმდეგ, ბრმად აყოლილი ძალის, აგრესიისა და დაუსჯელობის ილუზიას. როდესაც ძალა, რომელსაც უსაფრთხოების განცდა უნდა მოეტანა, შიშისა და დაუცველობის წყაროდ გადაიქცევა”, – წერს მთავარეპისკოპოსი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ პირობებში აშშ-სთან ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ხელი ჩამოართვან და ფოტო გადაიღონ – ამის იქით, ამერიკას ესენი ამ ქვეყანაში არ შემოუშვებენ