გორში მოძალადე პოლიციელების დასჯის მოთხოვნითა და ნაცემი მოქალაქეების მხარდაჭერისთვის აქცია გაიმართება.
“გორში, დღეს, 28 მაისს, 19 საათზე, პოლიციის შენობის წინ, აქცია გაიმართება”. – წერს ლაშა ჯანჯღავა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 27 მაისს ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს




