Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ

Madeline Mills/Hudson Institutetbl.ge/7ifbჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ჯონ უოლტერსი ეხმაურება ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მუქარას, რომელიც ჰადსონის ინსტიტუტის მიერ გამოცემული ანგარიშის ავტორის, გიორგი კანდელაკის წინააღმდეგ იყო მიმართული.
კანდელაკის თანაავტორობით დაწერილი ანგარიში საქართველოში ირანის მზარდ გავლენებს ეხება.
ერთ დროს -ს მოკავშირე საქართველოში ირანის გავლენა გაიზარდა – ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა
კობახიძემ  სამთავრობო მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ “შეიძლება, სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს ურიგო ამ ფაქტთან დაკავშირებით”.
“ბატონო , ჰადსონის ინსტიტუტი ამ ანგარიშის გამომცემელია. როგორც ჰადსონის პრეზიდენტი, სრულად ვუჭერ მხარს ამ კვლევასა და მის დასკვნებს. ფაქტებს ვერ შეცვლის ხმამაღალი განცხადებები და მუქარები. თქვენ არ ხართ ქართული ოცნება – თქვენ ქართული ოცნების დამანგრეველი ხართ” – დაწერა უოლტერსმა სოციალურ ქსელში.
“აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა” – WaPo-ს სარედაქციო სტატია
გიორგი კანდელაკზე: შეიძლება, სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს ურიგო
ამავე თემაზედღეს, 18:42კობახიძე გიორგი კანდელაკზე: შეიძლება, სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს ურიგოდღეს, 10:56″აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა” – WaPo-ს სარედაქციო სტატია22 მაი, 11:35უილსონი: ქართული ოცნება მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმსკომენტარებიბოლო სიახლეები